კავკასიის უნივერსიტეტის 2022 წლის სასკოლო სტუდენტური სამეცნიერო კონფერენციების ანონსი

22 ნოემბერი 2021

მიზნები:

ა) ქვეყნის განვითარების ორიგინალური იდეებით გამსჭვალული საუკეთესო სამეცნიერო ნაშრომების შერჩევა;

ბ) სამეცნიერო პოტენციალის მქონე ახალგაზრდების წარმოჩენა.

 სასკოლო სტუდენტურ სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობას მიიღებს კავკასიის უნივერსიტეტის სამივე საფეხურის, ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტები.

  კონფერენციები ჩატარდება  შემდეგ სკოლებში:

  • კავკასიის ბიზნესის სკოლა- 28 მაისი
  • კავკასიის სამართლის სკოლა- 21 მაისი
  • კავკასიის მედიის სკოლა- 18 მაისი
  • კავკასიის ტექნოლოგიების სკოლა-27 მაისი
  • კავკასიის სახელმწიფო მართვის სკოლა- 23 მაისი
  • კავკასიის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლა-30-31 მაისი
  • კავკასიის ტურიზმის სკოლა-24 მაისი
  • კავკასიის მედიცინისა და ჯანდაცვის სკოლა- 19-20 მაისი
  • კავკასიის ეკონომიკის სკოლა-25 მაისი
  • განათლების სკოლა-17 მაისი

 

იხილეთ კონფერენციაზე  რეგისტრაციისთვის  და საკონფერენციო მოხსენების მომზადებისთვის საჭირო დანართები.

 

 კავკასიის უნივერსიტეტის სასკოლო კონფერენციის განრიგი.

 

 ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციის აკადემიური სტილის სახელმძღვანელო