5 ივნისს,11:00 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტში, კლინიკური უნარების ცენტრში, გაიმართება ვორკშოპი - ქირურგიული ნაკერების მასტერკლასი: საბაზისოდან ესთეტიკურ დახურვამდე და მუხლის სრული ენდოპროთეზირების ვორკშოპი.
ვორკშოპს წარუძღვებიან: ზუკა ტყეშელაშვილი და ქეთა კეკუტია.
მონაწილეები იმუშავებენ რეალურ ძვლის მოდელებზე და თავად შეასრულებენ ძვლის რეზექციასა და ცემენტაციას, რეალური საოპერაციო პროცესის ძირითადი ეტაპების სიმულაციით. გამოყენებული იქნება ქირურგიული სტანდარტის ძვლის მოდელები და იგივე ინსტრუმენტები, რომლებიც გამოიყენება რეალურ ორთოპედიულ ოპერაციებში.
ორი საუკეთესო მონაწილე მიიღებს ექსკლუზიურ შესაძლებლობას დაესწროს საოპერაციო პროცესს და უშუალოდ ჩაერთოს რეალურ ქირურგიულ პროცედურებში პირდაპირი პროფესიული ზედამხედველობის ქვეშ.
ვორკშოპის ენა ინგლისური.
