კრეატიული აზროვნება - როგორ დავიწყოთ ჩარჩოს მიღმა ფიქრი და დავაგენერიროთ ახალი იდეები?

17 ნოემბერი 2023

17 ნოემბერს, 16:00 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტის მშვიდობის კვლევების ინსტიტუტის ოთახში (D33), ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრის ორგანიზებით, გლობალური  მეწარმეობის კვირეული ფარგლებში, გაიმართება მასტერკლასი კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის -  კრეატიული აზროვნება - როგორ დავიწყოთ ჩარჩოს მიღმა ფიქრი და დავაგენერიროთ ახალი იდეები?

 

გლობალური მეწარმეობის კვირეული, არის ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო პროექტი, რომლის მიზანია მეწარმეობის პოპულარიზაცია, ინოვაციური სტარტაპების ფორმირების ხელშეწყობა და ახალგაზრდა თაობის მოტივაცია და მხარდაჭერა. ყოველწლიურად პროექტის ფარგლებში 170-ზე მეტ ქვეყანაში ტარდება 30 000-ზე მეტი ღონისძიება, რომელშიც ჩართულია 15 მილიონზე მეტი ადამიანი.

 

მასტერკლასებს გაუძღვება, ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრის მენეჯერი, კავკასიის უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი ირაკლი სვანიძე. შეხვედრის ფარგლებში, განხილული იქნება ისეთი საკვანძო საკითხები, როგორებიცაა:

 

  • კრეატიული აზროვნების არსი
  • კრეატიული VS კრიტიკულ აზროვნება
  • დივერგენციული VS კონვერგენციული აზროვნება
  • დიზაინ აზროვნება
  • კრეატიული აზროვნების ტექნიკები

 

შეხვედრაზე დასწრების მსურველებმა, გთხოვთ, რეგისტრაცია გაიაროთ ბმულზე.