6 დეკემებრს, 12:00 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში, გაიმართება საჯარო ლექცია თემაზე ფსიქოლოგიური კონსულტირების სქემა ნლპ-ტექნიკების დახმარებით.
ლექციას წაიკითხავს კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი და საქართველოს ნლპ სკოლის ტრენერი ირინე ტაბუციძე.
მასტერკლასის ფარგლებში განხილული იქნება როგორ და რა თანმიმდევრობით ტარდება ფსიქოლოგიური კონსულტირება და კონსულტირების ზოგადი სქემები, რომლის გამოყენებაც შესაძლებელია ფსიქოლოგიის ნებისმიერი მიმართულებით მუშაობის შემთხვევაში. სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ ინფორმაციის შეგროვებისა და სწორი კითხვების დასმის ნაწილში გაეცნონ ნეირო ლინგვისტური პროგრამირების (NLP) მოდელს - დილთსის ნეიროლოგიკური პირამიდის სტრუქტურას.
დასწრების მსურველები დარეგისტრირდით მითითებულ ბმულზე.
