ლექცია/ტრენინგი CSL-ის სტუდენტებისთვის - "როგორ გავხდე ადვოკატი"

4 ივნისი 2026

4 ივნისს, 17:00 საათზე, "სტრასბურგის იმიტირებული სასამართლო პროცესის" პროექტის ფარგლებში, კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის აფილირებული ასოცირებული პროფესორის, სამართლის დოქტორის, თამარ ავალიანის ინიციატივით, იმართება საჯარო ლექცია/ტრენინგი "როგორ გავხდე ადვოკატი", მოწვეული სპიკერი - საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე - ირაკლი ყანდაშვილი.

 

აღნიშნული შეხვედრა განკუთვნილია კავკასიის სამართლის სკოლის ბაკალავრიატის საფეხურის მე-4 კურსის და მაგისტრატურის საფეხურის 1-ლი და მე-2  კურსის სტუდენტებისათვის. შეხვედრა გაიმართება, კავკასიის უნივერსიტეტის სასამართლო დარბაზში, C23- აუდიტორია.

 

რეგისტრაციისთვის ეწვიეთ მითითებულ ბმულს.