ევროპული სწავლების სამართლებრივი განზომილება საქართველოში-კონფერენცია

9 მაისი 2022

17 მაისს, 10:00 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში, ჟან მონეს პროექტის „ევროკავშირის სამართლებრივი სახე“ (LFEU) ფარგლებში, ტარდება  2022 წლის კონფერენცია „ევროპული სწავლების სამართლებრივი განზომილება საქართველოში“.

 

კონფერენციის მიზანია, ევროპული სწავლების ინტეგრირებისა და გაძლიერების ხელშეწყობა სამართლის პროგრამებში  და აღნიშნული თემის განათლების პოლიტიკის რანგში განხილვა.

 

კონფერენციაზე სპიკერებად მოწვეულნი არიან: განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქ-ნი თამარ მახარაშვილი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ქ-ნი ნუნუ მიცკევიჩი, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე ლაშა მარგიშვილი,  ესტონელი, უკრაინელი და ქართველი პროფესორები (სამართლის სფეროში). კონფერენციას გახსნის და მიესალმება კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი კახა შენგელია და სამართლის სკოლის დეკანი სოფიო შენგელია.

 

კონფერენციის მოდერატორები: კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორები-ეკატერინე ქარდავა და გურანდა ჭელიძე. კონფერენციას დაესწრებიან  სახელმწიფო და საჯარო სამსახურის წარმომადგენლები, სხვადასხვა უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დეკანები, განათლების ექსპერტები, საქართველოში ჟან მონეს აქტივობების განმახორციელებელი პირები, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, აკადემია და პროფესიული საზოგადოება და სტუდენტები.