საუბრები ლიბრარეაში - “რა წავიკითხო?! რას მოვუსმინო?!”

1 დეკემბერი 2022

1-ელ დეკემბერს, 15:00 სთ-ზე, კავკასიის უნივერსიტეტის წიგნის მაღაზიაში „ლიბრარეა“ ,ჟურნალისტ ნიკო ნერგაძის და ქართული ფილოლოგიის სტუდენტის ლევან კაკლიანის სალონური საუბრები გაიმართება.

 

შეხვედრის თემა: “რა წავიკითხო?! რას მოვუსმინო?!” 

 

შეხვედრაზე,ასევე  განხილული იქნება:

 

  • თანამედროვე ლიტერატურის არსი;
  • რა არის მწერლობის მთავარი ფუნქცია;
  • რატომ უნდა ვიკითხოთ წიგნები და შემდეგ დაუსრულებლად ვისაუბროთ ამაზე;
  • რა არის ფიქცია? - იოკო ოგავას, ჯონ სტაინბეკის, დევიდ ფონკინოსისა და პატი სმიტის განსხვავებული სიტყვა, და მაინც - რა არის გემოვნებიანი ლიტერატურა?!
  • რა არის მუსიკის არსი;
  • როდის დაიბადა პირველი მელოდია;  
  • რას მოვუსმინოთ დღეს;
  • მუსიკის დანიშნულება ჩვენს ურთიერთობებში, და მაინც რა არის გემოვნებიანი მუსიკა?!  

 

შეხვედრაზე დასწრების მსურველებმა რეგისტრაცია გაიარეთ ბმულზე