შეხვედრა თბილისის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოსთან

12 ოქტომბერი 2023

კავკასიის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში, 12 ოქტომბერს, 18:00 საათზე, თბილისის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოსთან გაიმართება შეხვედრა.

 

შეხვედრას გაუძღვება თბილისის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორი, კავკასიის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, გიორგი კობიაშვილი, ასევე, მონაწილეობას მიიღებს ცხოველთა მუნიციპალური თავშესაფრის მთავარი ექიმი-ვეტერინარი გიორგი სადათერაშვილი.

 

შეხვედრაზე განხილული იქნება საკანონმდებლო საკითხები, ასევე თავშესაფრის ფუნქცია და არსებული გამოწვევები. ვისაც გიყვართ ცხოველები და გაინტერესებთ, თუ რა არსებული საკანონმდებლო ბაზა და ინიციატივები არსებობს ცხოველების დაცვის მხრივ და რა სამომავლო გეგმებია ან და ინფრასტრუქტურა არსებობს, რომ ცხოველთა ყოფა იყოს უსაფრთხო, შემოგვიერთდით, ერთად განვიხილოთ ყველა საკითხი.

 

დაესწარით ღონისძიებას, გაგვიზიარეთ თქვენი აზრი, იმსჯელეთ სპიკერებთან ერთად არსებულ რეალობასა და გამოწვევებზე. დავიცვათ იმათი უფლებები, რომლებსაც თავად არ შეუძლიათ ეს.

 

დასწრების მსურველებმა, გთხოვთ, რეგისტრაცია გაიაროთ ბმულზე.