10 დეკემბერს, 12:00 საათზე და 16 დეკემბერს, 10:00 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტის იმიტირებულ სასამართლო დარბაზში, აბიტურიენტებისთვის ნაფიცმსაჯულთა სასამართლოს იმიტირებული პროცესი გაიმართება.
10 დეკემბერს განსახილველი საკითხები:
- შესავალი, სიტყვის წარმოთქმის ტექნიკა
- პირდაპირი და ჯვარედინი დაკითხვის სტრატეგია და მიზანი
- დასკვნითი სიტყვის მნიშვნელობა
- ქეისის განხილვა და როლების განაწილება
- იმიტირებული პროცესისთვის ბრალდებისა და დაცვის მხარის მომზადება
16 დეკემბერი:
ნაფიცმსაჯულთა სასამართლოს იმიტირებული პროცესი.
პროცესს წარუძღვება, შოთა ტყეშელაშვილი, თბილისის პროკურორის მოადგილე, კავკასიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და ლევან დარბაიძე - მოსამართლე, კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი.
მონაწილეებს გადაეცემათ მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები.
მონაწილეობის მსურველებმა, გთხოვთ, გაიაროთ ონლაინ რეგისტრაცია