სამართლისა და ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლების კოლაბორაციის ფარგლებში ტარდება პროექტი აბიტურიენტებისთვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან სამართლისა და ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სფეროთი და სურთ პრაქტიკული გამოცდილება მიიღონ საავტორო უფლების დარღვევის საქმის სასამართლოში განხილვის თავისებურებებთან დაკავშირებით.
სასამართლო პროცესი დაეფუძნება საავტორო უფლებების დარღვევის საქმეს. აქტივობის მიზანია კავკასიის უნივერსიტეტის სამართლისა და ჰუმანიტარულ და სოციალური მეცნიერებათა სკოლების კოორდინაციით ინტელექტუალური სამართლის პრობლემატურ საკითხებზე ცნობიერების ამაღლება. პროექტი ორმხრივად სასარგებლო იქნება როგორც ხელოვნების სფეროთი დაინტერესებული, ასევე სამართლის პროფესიით დაინტერესებული სტუდენტებისათვის. ისინი პირველ ეტაპზე გაერკვევიან ინტელექტუალური სამართლის არსში, ხოლო მეორე ეტაპზე მიიღებენ პრაქტიკულ გამოცდილებას საავტორო უფლებების დაცვის საკითხებში.
იმიტირებული სასამართლო პროცესის მონაწილეებს მიეცემათ შესაძლებლობა განასახიერონ სამოქალაქო სამართლის საქმის სასამართლო განხილვაში მონაწილე სუბიექტები - მოსამართლე, მოსარჩელე, მოპასუხე, მესამე პირები, (ადვოკატი), მოწმეები, ექსპერტები და ა.შ.
იმიტირებული სასამართლო პროცესის მონაწილეები სასამართლო სხდომის დარბაზში რეალურად გამოცდიან საკუთარი არგუმენტაციის, ანალიზისა და კრიტიკული აზროვნების უნარებს.
პროექტი შედგება ორი ეტაპისგან. პირველი ეტაპი, რომელიც გაიმართება 28 თებერვალს 11:00 საათზე, მოიცავს საინფორმაციო და მოსამზადებელ ნაწილს, ხოლო მეორე ეტაპი, რომელიც დაიწყება 28 თებერვალს 14:00 საათზე და დაეთმობა უშუალოდ იმიტირებულ სასამართლო პროცესს.
ორივე ეტაპზე აბიტურიენტებთან ერთად იმუშავებენ:
- ნოტარიუსი: ნინო ხარიტონაშვილი, კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი, სამართლის დოქტორი;
- კომპოზიტორი: მიკა მდინარაძე;
- კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტები - რომლებიც მონაწილეებს დაეხმარებიან როლების შესრულებაში, მტკიცებულებების ანალიზსა და არგუმენტების სწორად ჩამოყალიბებაში.
I ეტაპი - საინფორმაციო და მოსამზადებელი შეხვედრა (28 თებერვალი 11:00 საათი)
პირველ ეტაპზე გაიმართება გაცნობითი ხასიათის შეხვედრა, რომელიც კავკასიის უნივერსიტეტის სასამართლო სხდომის დარბაზში ჩატარდება. მონაწილეები დეტალურად გაეცნობიან იმიტირებული სასამართლო პროცესის მიზანს, სტრუქტურასა და ჩატარების წესებს.
შეხვედრის ფარგლებში განხილული იქნება:
- რა არის იმიტირებული სასამართლო პროცესი;
- სასამართლო პროცესის სტრუქტურა და ეტაპები;
- ვინ არიან და რა ფუნქცია აქვთ მონაწილეებს.
- როგორ უნდა ჩამოყალიბდეს და წარდგენილ იქნეს სამართლებრივი არგუმენტები;
- სასამართლო პროცესის მონაწილეთა პროცესუალური და ეთიკური მოთხოვნები.
საბოლოოდ, პროცესის მონაწილეები გადაინაწილებენ შემთხვევითობის პრინციპით როლებს შემდეგნაირად:
- მოსამართლე
- მოსარჩელე და მისი ადვოკატები
- მოპასუხე და მისი ადვოკატები
- მესამე პირი დამოუკიდებელი მოთხოვნით და მისი ადვოკატები
- მოწმეები (მათ შორის, ექსპერტი)
აბიტურიენტებს პროცესის მომზადებაში დაეხმარებიან კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტები. ისინი გაუწევენ მათ კონსულტაციას, დაეხმარებიან არგუმენტების სწორად ჩამოყალიბებაში, საქმეზე მუშაობასა და თითოეული როლის ეფექტურ განხორციელებაში.
პროცედურული საკითხების გაცნობის შემდგომ, აბიტურიენტებს ექნებათ შესაძლებლობა კომპოზიტორისაგან მოისმინონ რეალური კაზუსი ინტელექტუალური საკუთრების უფლების დარღვევასთან დაკავშირებით და დამაზუსტებელი კითხვებით მიმართონ სპიკერს.
II ეტაპი - იმიტირებული სასამართლო პროცესი (28 თებერვალი 14:00 საათი)
მეორე ეტაპზე გაიმართება რეალურ გარემოზე მაქსიმალურად მორგებული იმიტირებული სასამართლო პროცესი, რომელიც წარიმართება კავკასიის უნივერსიტეტის სასამართლო სხდომის დარბაზში. მონაწილეები რეალურ გარემოში გამოცდიან სასამართლო საქმიანობის მნიშვნელოვან კომპონენტებს.
იმიტირებული სასამართლო პროცესი მოიცავს შემდეგ ეტაპებს:
- სასამართლო სხდომის გახსნას და წესრიგის დაცვის ვალდებულებების გამოცხადებას;
- მოსარჩელის ახსნა განმარტებას;
- მოპასუხის ახსნა განმარტებას;
- პაექრობას;
- მტკიცებულებათა გამოკვლევას;
- მხარეთა რეპლიკებს;
- მოსამართლის მიერ გადაწყვეტილების გამოტანას.
მონაწილეებს გადაეცემათ მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები.
მონაწილეობის მსურველებმა, გთხოვთ, გაიაროთ ონლაინ რეგისტრაცია.
