CSG-ის სამაგისტრო პროგრამების ონლაინ პრეზენტაცია

13 ივლისი 2026

13 ივლისს, 17:00 საათზე, კავკასიის სახელმწიფო მართვის სკოლის სამაგისტრო პროგრამების ონლაინ პრეზენტაცია გაიმართება.

 

პრეზენტაციას ჩაატარებს კავკასიის სახელმწიფო მართვის სკოლის დეკანი ეკა აკობია.

 

პროგრამები: 

 

  • დიპლომატია და საერთაშორისო ურთიერთობები;
  • სტრატეგიული საჯჯარო მმართველობა.

 

შეხვედრაზე დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა გექნებათ მიიღოთ დეტალური ინფორმაცია სახელმწიფო მართვის სკოლის სამაგისტრო პროგრამების შესახებ, დასვათ კითხვები თქვენთვის საინტერესო საკითხებზე და მიიღოთ ამომწურავი პასუხები.

 

აპლიკანტებს მაგისტრატურის საფეხურზე შესაძლებლობა აქვთ, რომ 1+1 მოდელით ისწავლონ. ბაკალავრიატის საფეხურის კურსდამთავრებულს შეუძლია ჩააბაროს 1 წლიან მაგისტრატურაზე, რომლის დასრულების შემდეგაც მიენიჭება შესაბამისი დარგის ხარისხი. იმ შემთხვევაში კი, თუ ერთწლიანი პროგრამის კურსდამთავრებული სწავლას გააგრძელებს +1 წელი, მას სწავლის დასრულების შემდეგ მიენიჭება დარგის მკვლევარი მაგისტრის ხარისხი (ამ შემთხვევაში პროგრამაზე ისწავლის 1+1 წელი, და დოქტორანტურაში სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა ექნება).

 

რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს.