9 ივლისს, 16:00 საათზე, კავკასიის ტექნოლოგიების სკოლის სამაგისტრო პროგრამების ონლაინ პრეზენტაცია გაიმართება.
პრეზენტაციას ჩაატარებს კავკასიის ტექნოლოგიების სკოლის დეკანი შოთა ნიჟარაძე.
შეხვედრაზე დაინტერესებულ პირებს გექნებათ შესაძლებლობა მიიღოთ დეტალური ინფორმაცია ტექნოლოგიების სკოლის სამაგისტრო პროგრამების შესახებ, დასვათ კითხვები თქვენთვის საინტერესო საკითხებზე და მიიღოთ ამომწურავი პასუხები.
პროგრამები:
- ინფორმაციული ტექნოლოგიების მენეჯმენტი: (ქართულენოვანი/ინგლისურენოვანი
- შრომის უსაფრთხოების მენეჯმენტი
რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს და მონიშნეთ თქვენთვის სასურველი პროგრამა.
