27 სექტემბერს, 17:00 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში, ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრის ორგანიზებით გაიმართება პანელური დისკუსია თემაზე CU - ს როლი სტარტაპების წარმატებაში.
შეხვედრაზე დასწრება თავისუფალია ნებისმიერი მსურველისთვის.
ღონისძიების მოდერატორი იქნება კავკასიის უნივერსიტეტის ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრის დირექტორი - გიორგი ბურდული.
მოწვეული პანელისტები იქნებიან, ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრის სტარტაპ პრე-აქსელერაციის პროგრამა “CUnicorn” - ის დემო დღის გამარჯვებული სტარტაპების დამფუძნებლები:
- საბა არუდაშვილი - Rollycks - ის დამფუძნებელი და დირექტორი; Rollycks – ქმნის ეკომეგობრულ მიკრო ტრანსპორტირების საშუალებებს
- გიორგი ხანიშვილი - Cloudcrop - ის თანადამფუძნებელი და დირექტორი; Cloudcrop-ი ქმნის ადაპტირებადი სათბურების კლიმატ კონტროლის სისტემას, ინტეგრირებული ხელოვნური ინტელექტით
- ლუკა ქობალია - E-Flow - ს თანადამფუძნებელი და კავკასიის უნივერსიტეტის არქიტექტურის სტუდიის ხელმძღვანელი; E-Flow არის ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული სტარტაპი, რომელიც უზრუნველყოფს ელექტროენერგიის ხარჯვის ოპტიმიზაციას.
დისკუსიაზე დასწრების მსურველები დარეგისტრირდით ბმულზე.