ფოტოკონკურსი აბიტურიენტებისთვის „ჩემი თვალით დანახული ევროპა საქართველოში“

9 მაისი 2024

ვისაც სურს დაეუფლოს მომავლის პროფესიას ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლაში, ევროპისმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამაზე, ევროპის დღეების ფარგლებში, მათთვის ტარდება ფოტოკონკურსი - „ჩემი თვალით დანახული ევროპა საქართველოში“, 9 მაისს, 16:00 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტში.

 

ფოტოკონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ XI-XII კლასის მოსწავლეებს. კონკურსში მონაწილეობისათვის საჭიროა  თემატური ფოტოს გადაღება, რომელიც ასახავს საქართველოს კავშირს ევროპასთან და ევროპულ ღირებულებებთან. ერთ კონკურსანტს ეძლევა 2 ფოტოსურათის გამოგზავნის შესაძლებლობა. ფოტოსურათს თან უნდა დაერთოს შინაარსის აღწერილობა (50 სიტყვა) თემატიკასთან კავშირების შესახებ.

 

გამარჯვებულებს გამოავლენს ევროპისმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამის აკადემიური პერსონალისა და სტუდენტებისაგან შემდგარი ჟიური. 9 მაისს გაიმართება გამოფენა და გმარჯვებულების გამოვლენა.

 

ფოტოები მიიღება 2024 წლის 29 აპრილამდე შემდეგი ელ-ფოსტის მისამართზე: csh@cu.edu.ge.

 

კონკურსში მონაწილეობის მსურველები დარეგისტრირდით მითითებულ ბმულზე.

 

გისურვებთ წარმატებას!