ფოტოგამოფენა და დისკუსია - ნამდვილი მე საზოგადოებაში

27 მაისი 2023

27 მაისს, 11:00 საათზე, ფსიქიკური ჯანმრთელობის ევროპული კვირეულის ფარგლებში, კავკასიის უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში, გაიხსნება სტუდენტური ფოტოგამოფენა - ნამდვილი მე საზოგადოებაში.

 

ფსიქიკური ჯანმრთელობის ევროპული კვირეულის წლევანდელი თემაა - „ფსიქიკურად ჯანმრთელი საზოგადოება“. ფსიქიკურად ჯანმრთელ საზოგადოებას ფსიქიკურად ჯანმრთელი ინდივიდები ქმნიან. ფსიქიკურად ჯანმრთელი გულისხმობს ადამიანს, რომელიც იცნობს და იღებს საკუთარ თავს ისეთს, როგორიც სინამდვილეშია. შედეგად, ურთიერთობებიც, რომლებიც გარშემომყოფებთან აქვს, ჯანსაღი და ნამდვილია. როგორია ასეთი ადამიანი და მისი როლი, ადგილი საზოგადოებაში?

 

ფოტოგამოფენაში მონაწილეობის მისაღებად დარეგისტრირდით ბმულზე. გადაიღეთ ფოტო მოცემულ თემაზე და A3-ის ფორმატში დაბეჭდილი წარადგინეთ D1 ოთახში 24 მაისის ჩათვლით. ფოტოგამოფენას 27 მაისს გახსნის მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის ფსიქოლოგი, ფოტოთერაპევტი-ანანო გუნია, რომელიც დისკუსიას გაუძღვება და ნამუშევრებს განიხილავს ფოტოთერაპიის ჭრილში. დისკუსიაში ჩართვას ასევე შეძლებენ ფოტონამუშევრების ავტორები.