11 დეკემბერს, 17:00 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში, გივი ლობჟანიძის წიგნის ,,ნიკო ნიკოლაძე სამართლებრივი პარადიგმები,, პრეზენტაცია გაიმართება.
ბატონი გივი არის იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულების ექსპერტი და მკვლევარი.
პრეზენტაციაზე ავტორი განიხილავს ისეთ თემებს, როგორებიცაა: ნიკო ნიკოლაძის მსოფლმხედველობა, მეთოდოლოგია, ფილოსოფია და რელიგია; ნიკო ნიკოლაძე და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის საკითხები; გენდერული თანასწორობის სამართლებრივი ასპექტი; ნიკო ნიკოლაძე და ეგრეთწოდებული «ფოთის საქმის» პროცესუალურ სამართლებრივი ხედვა; ილია ჭავჭავაძე, ნიკო ნიკოლაძე, არჩილ ჯორჯაძე და მე-19 საუკუნე.
უნდა აღინიშნოს, რომ გივი ლობჟანიძე არის საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალის ,,ცხოვრება და კანონის,, მთავარი რედაქტორი. საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი, სადაც მინიჭებული აქვს ,,ნიკო ნიკოლაძის სახელობის პრემია,,. არის ოცზე მეტი წიგნისა და მრავალი სამეცნიერო სტატიის ავტორი, რომლებიც გამოქვეყნებულია როგორც საქართველოში, ასევე უცხოეთში.
გივი ლობჟანიძე ასევე არის პოლიციის გენერალ-მაიორი. მიღებული აქვს შინაგან საქმეთა სამინისტროს დამსახურებული მუშაკის წოდება. არის ვახტანგ გორგასლისა და ღირსების ორდენის კავალერი.
ღონისძიებაზე დასწრების მსურველებმა, გთხოვთ, რეგისტრაცია გაიაროთ ბმულზე.