ზიგმუნდ ფროიდის წიგნის - „სიზმრის ინტერპრეტაციის“ ქართული თარგმანის პრეზენტაცია

20 ივნისი 2024

20 ივნისს, 17:00 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტის წიგნის მაღაზიაში „ლიბრარეა“-ში, გამომცემლობა „დიოგენესთან“ თანამშრომლობით, გაიმართება ზიგმუნდ ფროიდის წიგნის - „სიზმრის ინტერპრეტაციის“ ქართული თარგმანის პრეზენტაცია.

 

წიგნს წარადგენს კავკასიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ფსიქოლოგიის დოქტორი გიგა მამინაშვილი, რომელიც, აღნიშნულთან დაკავშირებით, ასევე გამართავს საჯარო ლექციას - „სიზმრების ინტერპრეტაცია - არაცნობიერის აღმოჩენა და მისი მნიშვნელობა დღეს“.

 

პრეზენტაციაზე ასევე მოწვეული იქნება წიგნის მთარგმნელი მაია ბადრიძე.

 

შეხვედრის ბოლოს დამსწრე საზოგადოებას საშუალება ექნება სპეციალურ ფასად შეიძინოს როგორც ზიგმუნდ ფროიდის წიგნი, ისე სხვა წიგნები, რომლებსაც „დიოგენე“ NONFICTION სერიის ფარგლებში გამოსცემს. 

 

შეხვედრაზე დასწრების მსურველებმა გთხოვთ რეგისტრაცია გაიაროთ მითითებულ ბმულზე.