ფიზიკოს გია დვალის საჯარო ლექცია CU კამპუსში

9 ივნისი 2021

 

11 ივნისს, 17:00 საათზე, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის მოწვევით, კავკასიის უნივერსიტეტი ცნობილ ქართველ ფიზიკოსს, გია დვალს უმასპინძლებს.

პროფესორი დვალი საჯარო ლექციას ჩაატარებს თემაზე - “სივრცე-დროის არსი”. ლექციის დასრულების შემდეგ, მსმენელებს საშუალება ექნებათ დასვან შეკითხვები.

 

შეხვედრას მოდერირებას გაუწევს კავკასიის უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი თეკლა ჯამრულიძე.

 

შეხვედრა გაიმართება კავკასიის უნივერსიტეტის ეზოში. დასწრება თავისუფალია.

 

დასწრების მსურველები დარეგისტრირდით ბმულზე.

 

გია დვალი არის ფიზიკის პროფესორი მიუნხენის ლუდვიგ მაქსიმილიანის უნივერსიტეტში, მაქს პლანკის ფიზიკის ინსტიტუტის დირექტორი, ჰუმბოლდტის პრემიის მფლობელი.