26 თებერვალს, 10:00 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში, გაიმართება საჯარო ლექცია თემაზე - ,,თანამედროვე ონკოლოგიის საფუძვლები: მიზეზები, დიაგნოსტიკა და მკურნალობა.’’
შეხვედრას წარუძღვება თორნიკე გახოკიძე - მედიცინის სკოლის აფილირებული ასისტენტ-პროფესორი, ონკო-ქირურგი, კანისა და რბილი ქსოვილების ქირურგი.
ლექციაზე განხილული იქნება:
- კიბოს განვითარების ძირითადი გამომწვევი ფაქტორები;
- თანამედროვე დიაგნოსტიკური მიდგომები და მკურნალობის თანამედროვე სტანდარტები;
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა მსოფლიოში ყველაზე გავრცელებულ ონკოლოგიურ დაავადებებს, რომელთა მაგალითზე დეტალურად იქნება წარმოდგენილი დაავადების მიმდინარეობა, სკრინინგი, თერაპიული შესაძლებლობები და პრევენციის მნიშვნელობა.
ლექცია მიზნად ისახავს აუდიტორიისთვის ონკოლოგიის შესახებ თანამედროვე, მტკიცებულებებზე დაფუძნებული და პრაქტიკულად მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიწოდებას.
შეხვედრაზე დასწრების მსურველები დარეგისტრირდით მითიტებულ ბმულზე.
