საჯარო ლექცია - ენა და იდეოლოგია: პოლიტიკური დისკურსის ლინგვისტური განზომილება

26 თებერვალი 2026

26 თებერვალს, 16:00 საათზე, გაიმართება კავკასიის უნივერსიტეტის „საქართველოს შემსწავლელი საერთაშორისო კვლევის ცენტრის“ მიერ ორგანიზებული საჯარო ლექცია თემაზე  - “ენა და იდეოლოგია: პოლიტიკური დისკურსის ლინგვისტური განზომილება “.

 

ლექციას წაიკითხავს მარიამ მანჯგალაძე (კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი, ქართული  ფილოლოგიის BA პროგრამის ხელმძღვანელი).

 

ლექცია ჩატარდება კავკასიის უნივერისტეტის წიგნის მაღაზია ლიბრარეაში.

 

ლექციაზე განხილული იქნება შემდეგი საკითხები:    

 

  • ენა, როგორც ძალაუფლების იარაღი;
  • ენობრივი პოლიტიკის ისტორიული პარადიგმები საქართველოში;
  • თანამედროვე გამოწვევები და საკანონმდებლო ჩარჩო;
  • პოლიტიკოსთა ენა საჯარო სივრცეში: ლექსიკა, რიტორიკა და ეტიკეტი;
  • „სიძულვილის ენა“ და მანიპულაციური სტრატეგიები - თანამედროვე კონტექსტი.

                           

მოკლე ბიოგრაფია

 

ხელმძღვანელობს ქართული ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამას. მისი კვლევები, ძირითადად, თანამედროვე ქართულ  ენას ეხება და მოიცავს კომპიუტერული ლინგვისტიკის, ენობრივი პოლიტიკისა და სოციოლინგვისტიკის საკითხებს.

 

მარიამ მანჯგალაძეს გამოქვეყნებული აქვს 70-ზე მეტი ნაშრომი,  სხვადასხვა დროს იყო 30-ზე მეტი საერთაშორისო პროექტის მონაწილე, სამეცნიერო ხელმძღვანელი ან მენეჯერი. მიღებული აქვს საქართველოს პრეზიდენტის სტიპენდია ახალგაზრდა მკვლევართათვის და გერმანიის მთავრობის სტიპენდია (2009, 2010, 2011, 2012 წლებში); იყო მარია კიურის სტიპენდიანტი 2015-2016 წლებში. კითხულობდა ლექციებს ლიეტუვაში, თურქეთში, აზერბაიჯანსა და იტალიაში.

 

იგი ასევე არის სახელმწიფო ენის დეპარტამენტის ექსპერტთა კომისიის წევრი,  „ენის მოდელირების ასოციაციის“ თანადამფუძნებელი და რამდენიმე საერთაშორისო ფორუმის სამეცნიერო საბჭოს წევრი.

 

ლექციის ხანგრიძლივობა - 60-70 წუთი.

 

ლექციაზე დასრების მსურველები, გთხოვთ დარეგისტრირდეთ მითითებულ ბმულზე.