16 ნოემბერს, 13:00 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში, გაიმართება საჯარო ლექცია თემაზე - ყურადღების ციფრული ეკონომიკა.
ლექციას ჩაატარებს ციფრული მარკეტინგის ექსპერტი ტატო ნორაკიძე, თიბისის ციფრული განვითარებისა და გაყიდვების უფროსი, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ციფრული კონსულტანტი, 10-მდე ქართული და საერთაშორისო ბრენდების ციფრული კონსულტანტი, სააგენტო "Metric"-ისა და კომფორტერის დამფუძნებელი; ასევე დიზაინ ინსტიტუტის მრჩეველთა საბჭოს წევრი.
კარიერის განმავლობაში 20 მილიონ დოლარზე მეტი net spent-ითა და 500-ზე მეტი წარმატებული კამპანიით.
ლექციაზე განხილული იქნება შემდეგი საკითხები:
- როგორ შეიცვალა ბიზნესები ციფრულ სამყაროში?
- რა შეიცვალა კომუნიკაციაში, რა არხებია რელევანტური და სად რომელი ტიპის კონტენტია რელევანტური?
- ბიზნესები, რომლებმაც ვერ აუწყვეს ფეხი ციფრულ მიმართულებას და გაკოტრდნენ და რატომ გაკოტრდნენ?
- რას ნიშნავს ყურადღების ეკონომიკა?
რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს.