18 დეკემბერს, 18:00 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტი და ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტი კავკასიის ეკონომიკის სკოლის დაინტერესებულ სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს იწვევს საჯარო ლექციაზე დასასწრებად.
ლექციის თემა: "ქსელთა თეორია: ცოცხალი ორგანიზმი, სოციალური ორგანიზმი".
ლექციას წარუძღვება ალექსის პუინდრონი, დოქტორი, პარიზის უნივერსიტეტი 1 პანთეონ-სორბონადან, რომელიც ქსელთა თეორიის სპეციალისტია.
საჯარო ლექცია ჩატარდება ონლაინ ფორმატში, Zoom პლათფორმის მეშვეობით. შეხვედრა გაიმართება ინგლისურ ენაზე.
გთხოვთ, ლექციაზე დასწრების სურვილის შემთხვევაში რეგისტრაცია გაიაროთ მითითებულ ბმულზე.
