საჯარო ლექცია თემაზე - "ურთიერთქმედების გამოკვეთა: საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICT) მოდერატორული როლი განახლებად ენერგიასა და ადამიანის განვითარებას შორის კავშირში BRICS-ის ქვეყნებში "

29 აპრილი 2026

29 აპრილს, 16:00 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტი და ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტი კავკასიის ეკონომიკის სკოლის დაინტერესებულ სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს იწვევს საჯარო ლექციაზე დასასწრებად.

 

ლექციის თემა: "ურთიერთქმედების გამოკვეთა: საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICT) მოდერატორული როლი განახლებად ენერგიასა და ადამიანის განვითარებას შორის კავშირში BRICS-ის ქვეყნებში".

 

ლექციას წარუძღვება კავკასიის ეკონომიკის სკოლის აფილირებული პროფესორი - აზერ დილანჩიევი.

 

საჯარო ლექცია ჩატარდება უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში, მე-4 სართულზე. შეხვედრა გაიმართება ინგლისურ ენაზე

 

გთხოვთ, ლექციაზე დასწრების სურვილის შემთხვევაში რეგისტრაცია გაიაროთ მითითებულ ბმულზე.