26 მარტს, 15:00 საათზე, „ილიას ხუთშაბათების“ ფარგლებში, გაიმართება კავკასიის უნივერსიტეტის „საქართველოს შემსწავლელი საერთაშორისო კვლევის ცენტრის“ მიერ ორგანიზებული საჯარო ლექცია თემაზე: "მამის ფუნქცია და ადგილი ფსიქოანალიზში - სოციო-კულტურული და ფსიქიკური მნიშვნელობები კლასიკურ თეორიაში ფროიდთან და საქართველოში დღეს".
ლექციას წაიკითხავს-გიგა მამინაშვილი, ფსიქოანალიზისა და ფსიქოპათოლოგიის დოქტორი, მაგისტრი (Université Paris VII Denis Diderot, 2008-2021წ) ლექცია ჩატარდება კავკასიის უნივერისტეტის ბიბლიოთეკაში.
გიგა მამინაშვილი არის კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი, ფსიქოანალიზისა და ფსიქოპათოლოგიის დოქტორი, მაგისტრი (Université Paris VII Denis Diderot, 2008-2021წ), ასოციაცია Espace Analytique-) Association de formation psychanalytique et de recherche freudiennes)-ის ფსიქოანალიტიკოსი; ასოციაცია ქართული ფსიქოანალიტიკური სივრცის პრეზიდენტი და თანადამფუძნებელი.
ლექციის მოკლე ანოტაცია: ფროიდი, რომელმაც მეოცე საუკუნის დასაწყისში უმნიშვნელოვანესი წვლილი შეიტანა პატრიარქატის დემონტაჟში ამავე დროს მამის ფუნქციასა და ადგილს უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს ფსიქოანალიტიკურ თეორიასა და პრაქტიკაში. მამის ურთულესი საკითხი მთელ მის შემოქმედებას წითელი ხაზივით გასდევს, დაწყებული იოზეფ ბრეიერთან ერთად განხორციელებული პირველი კვლევებით ისტერიაზე, სადაც რეალური მამა წარმოდგენილია, როგორც ცდუნების აგენტი და ინცესტუალური ობიექტი, დამთავრებული 1938წ ნაშრომით "კაცი მოსე და მონოთეისტური რელიგია" სადაც, ისევე როგორც "ტოტემში და ტაბუში" ცენტრალურ ფიგურას მოკლული და სიმბოლური მამა წარმოადგენს, რომ არაფერი ვთქვათ პატარა ოიდიპოსის მამის წარმოსახვით ვერსიებზე, სადაც მამა ვერაგი, მსახვრალი და კასტრატორია განასახიერებს რა პატარა ბიჭის ცხოვრებაში ნომერ პირველი მეტოქეს, სიძულვილის, სიყვარულისა და იდეალიზაციის ობიექტს ერთდროულად; ობიექტს, რომლის გზიდან ჩამოცილებასაც ბერძნული ტრაგედიის უდანაშაულო და ამავე დროს მამის მკვლელი გმირი ენერგიულად ცდილობს, გმირი რომელიც დედასთან სარეცელს იყოფს და საკუთარი ხელით ითხრის თვალებს ჩადენილი დანაშაულისათვის.
დასწრების მსურველები გთხოვთ, დარეგისტრორდეთ მითითებულ ბმულზე.
