WICMI-ის სასერტიფიკატო პროგრამის - „გააზიარე ცოდნა, გააზიარე გამოცდილება“- მეოთხე ნაკადის მეორე ლექციაზე რეგისტრაცია დაიწყო

19 მაისი 2025

ჟენევის მსოფლიო ინოვაციების და ცვლილებების მენეჯმენტის ინსტიტუტი (WICMI) კავკასიის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით აცხადებს კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტების მიღებას სასერტიფიკატო პროგრამაზე.


პროგრამის მიზანია, სხვადასხვა სფეროს ექსპერტებისა და უნივერსიტეტის სტუდენტების ერთმანეთთან დაკავშირებით ცოდნის გაზიარების, აგრეთვე ახალი გამოცდილების შეძენის შესაძლებლობის შექმნა.

 

პროგრამის ფარგლებში კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებს შესაძლებლობა ეძლევათ დაესწრონ მსოფლიოს მოწინავე ექსპერტების ონლაინ ლექციებს. პროგრამის დასრულების შემდეგ კი, სტუდენტებს, რომლებიც ონლაინ ლექციების 50%-ს დაესწრებიან, აკადემიური წლის ბოლოს გადაეცემათ „გააზიარე ცოდნა, გააზიარე გამოცდილება’’ პროგრამაში მონაწილეობის სერტიფიკატი.

 

პროგრამა კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის არის უფასო.

 

მეორე ლექცია გაიმართება 19:00 მაისს, 13:00 საათზე.

ლექციის თემა: “რბილი ძალის მექანიზმები და საჯარო დიპლომატია”.


ლექციას წარუძღვება  ასლიჰან გიუვენი, მარკეტინგისა და კომუნიკაციების დირექტორი, სტამბულის საბიჰა გოკჩენის საერთაშორისო აეროპორტში, საზოგადოებასთან ურთიერთობების დოქტორი და გლობალური კომუნიკაციების სპეციალისტი.


ლექციაზე დასწრების მსურველებმა, წინასწარი რეგისტრაცია უნდა გაიარონ მოცემულ ბმულზე. 19 მაისის ლექციაზე რეგისტრაციის ბოლო ვადაა 18 მაისის დღის 12:00 საათი.

 

ლექციები გაიმართება ონლაინ, Zoom პლატფორმის მეშვეობით. შეხვედრის ბმული, მხოლოდ დარეგისტრირებულ სტუდენტებს გაეგზავნებათ. 

 

WICMI-ს შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.