სამეცნიერო ლექცია - „მდგრადი ფინანსები“

4 მარტი 2025

4 მარტს, 12:00 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტი უმასპინძლებს პროფ. დოქტ. შტეფან ბრუნჰუბერს (მიტვაიდას გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი, გერმანია), რომელიც გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) მოწვევით, პროგრამის Science Lecture ფარგლებში ეწვევა საქართველოს.

 

პროფ. ბრუნჰუბერი წაიკითხავს მოხსენებას თემაზე „Sustainable Finance“. მოხსენების შემდეგ გაიმართება პანელური დისკუსია, რომელშიც მონაწილეობას მოწვეული პროფესორის გარდა მიიღებენ: პროფ. დოქტ. ვახტანგ ფარცვანია (კავკასიის უნივერსიტეტი); ქ.-ნი ეკატერინე მიქაძე (ADB /კლიმატის უფროსი ოფიცერი).

 

მოდერაცია: კავკასიის უნივერსიტეტის პროფ. დოქტ. ერეკლე პირველი.

 

ღონისძიებაში მონაწილეობა შეუძლიათ სხვა უნივერსიტეტის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს.

 

სივრცე: კავკასიის უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზი (C სართული).

 

მონაწილეობის მსურველებმა, გთხოვთ, რომ რეგისტრაცია გაიაროთ ბმულზე 3 მარტამდე.

 

დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ: antadze@daad.de, kkarbaia@cu.edu.ge