ტრენინგი კონფერენცია -"ტურისტული ადგილის განვითარება და მისი მარკეტინგული კამპანია“-ში მონაწილე გუნდებისთვის

22 მაისი 2024

22 მაისს, 14:00 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტში, ტურიზმის სკოლის ორგანიზებით, გაიმართება ტრენინგი კონფერენცია -"ტურისტული ადგილის განვითარება და მისი მარკეტინგული კამპანია“-ში მონაწილე გუნდებისთვის.

 

მასში მონაწილეობას მიიღებენ "USAID South Caucasus Regional Tourism Program"- ის კონტრაქტორი ორგანიზაციის Solimar International-ის წარმომადგენლები. აღნიშნული ტრენინგი ტარდება 5 ივნისს დაგეგმილ კონფერენციაში "ტურისტული ადგილის განვითარება და მისი მარკეტინგული კამპანია“ რეგისტრირებული საქართველოში ავტორიზებული უნივერსიტეტების გუნდებისთვის მათი კონფერენციისთვის  მოსამზადებლად.

 

Solimar International-ის წარმომადგენელი კრის სიკი, რომელიც ამავდროულად არის საქართველოში მრავალი ტურიზმის სტრატეგიული დოკუმენტის ავტორი, შეხვდება უნივერსიტეტის სტუდენტებს, და ჩაატარებს ლექციას ადგილის მენეჯმენტის და მარკეტინგული სისტემების შესახებ. პრეზენტაციის შემდეგ DMO-ს წარმომადგენლებთან ერთად გაიმართება პანელური დისკუსია. სტუდენტებს საშუალება ექნებათ დასვან მათთვის საინტერესო  შეკითხვები და მიიღონ პასუხები სპიკერისგან.