24 თებერვალს, 15:00 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში, გაიმართება ულტრასაუნდის აკადემიის ვორკშოპი - ვორკშოპი - რადიოლოგიისა და ულტრაბგერის განვითარება.
ვორკშოპი განკუთვნილია კავკასიის მედიცინის სკოლის სტუდენტებისთვის, რომლებიც სწავლობენ დიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიან პროგრამაზე ქართულენოვანი და ინგლისურენოვანი მიმართულებებზე.
ღონისძიების მიზანია: სტუდენტებისთვის თანამედროვე ულტრაბგერითი დიაგნოსტიკის შესაძლებლობებთან გაცნობა, რადიოლოგიის განვითარების ძირითად ეტაპებთან, უახლეს ტექნოლოგიებსა და ხელოვნური ინტელექტის როლთან მედიცინაში. პრეზენტაცია აერთიანებს თეორიულ მიმოხილვას, პრაქტიკული სწავლების მიდგომებს, სასწავლო მულაჟების დემონსტრაციასა და ინტერაქტიულ მასტერკლასს, რაც ხელს უწყობს სტუდენტების პროფესიულ ორიენტაციასა და პრაქტიკული უნარების განვითარებას.
