ვორკშოპი „ევროპული ღირებულებები და იდეოლოგიები“

5 ივნისი 2025

5-6 ივნისს, 11:00 საათზე, ევროკომისიის „ჟან მონეს მოდულის“ ფარგლებში, კავკასიის უნივერსიტეტის სახელმწიფო მართვის სკოლა (CSG) გიწვევთ ორდღიან ვორკშოპში - „ევროპული ღირებულებები და იდეოლოგიები“ მონაწილეობის მისაღებად.

 

ვორკშოპის განმავლობაში კავკასიის უნივერსიტეტის სახელმწიფო მართვის სკოლის პოლიტიკის მეცნიერების პროფესორი გიორგი ცხადაია მონაწილეებს გააცნობს წამყვანი ევროპული იდეოლოგიების წარმოშობისა და განვითარების ისტორიასა და ძირითად პრინციპებს. პირველ რიგში, ფოკუსი გაკეთდება ისეთ მეინსტრიმულ ევროპულ იდეოლოგიებზე, როგორებიცაა: ქრისტიან-დემოკრატია, სოციალ-დემოკრატია, ლიბერალიზმი და ეკოლოგიზმი. ვორქშოპი შეეხება როგორც ამ იდეოლოგიების ეროვნულ, ისე საერთო ევროპულ განზომილებას ევროკავშირის დონეზე.

 

ამას გარდა, ვორკშოპის განმავლობაში ვისაუბრებთ და დისკუსიას გავმართავთ მემარჯვენე და მემარცხენე პოპულიზმის წარმოშობასა და მზარდ პოპულარობაზე ევროპაში; ასევე, შევეხებით იდეოლოგიურ მსგავსებებსა და განსხვავებებს დასავლურ ევროპულ და აღმოსავლურ ევროპულ პოპულისტურ პარტიებსა და მოძრაობებს შორის.

 

მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც საქართველოს უნივერსიტეტების სტუდენტებს, ისე აღნიშნული თემით დაინტერესებულ სხვა პირებს.

 

ვორქშოპი ჩატარდება კავკასიის უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში, 5-6 ივნისს, 11:00-16:00 საათებში. ღონისძიების ფარგლებში, გათვალისწინებულია ყავის შესვენება.

 

ღონისძიების დასრულებისას, ყველა მონაწილეს გადაეცემა მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი.

 

რეგისტრაციის გასავლელად, გთხოვთ, ეწვიოთ  ბმულს.