ჟან მონეს მოდულის პროექტის “მედიაწიგნიერების ევროპული მოდელების ინტეგრირება ქართულ აკადემიურ სფეროში” (EUMLGE) ფარგლებში, 2026 წლის მაისიდან ივლისამდე შეხვედრები გაიმართა სკოლის პედაგოგებთან თბილისის კერძო სკოლებში „პროგრესი“ და „კანდიდი“, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფლების სანავარდოს და კუჭატნის საჯარო სკოლებში.
შეხვედრები გაიმართა კავკასიის უნივერსიტეტში, რომლებშიც თბილისისა და რეგიონების 20-მდე სკოლის პედაგოგებმა მიიღეს მონაწილეობა.
შეხვედრების დროს პროექტის ავტორმა, კავკასიის უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა გიორგი ჯოლოგუამ, მონაწილე პედაგოგებს გააცნო მედიაწიგნიერების კომპეტენციის სასკოლო განათლებაში ინტეგრირების ევროპული მიდგომების გამოცდილება.
პროექტის განმავლობაში ჩატარებული შეხვედრების მიზანია ქართული სკოლების მასწავლებლებისთვის მედიაწიგნიერების სასწავლო გეგმაში ინტეგრირების მნიშვნელობის, არსისა და ევროპული პრაქტიკის შესახებ ცნობიერების ამაღლება.
