საბუთების მიღება - ე.წ მეორადი ჩარიცხვებით მიღებულ სტუდენტთათვის

23 სექტემბერი 2026

კავკასიის უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამებზე ე.წ მეორადი ჩარიცხვით მიღებულმა სტუდენტებმა რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინონ კავკასიის უნივერსიტეტში, B29 ოთახში.

 

საბუთების მიღება იწარმოებს 24 სექტემბრიდან. 

ორშაბათი-პარასკევი - 10:00-დან 18:00 საათამდე. 

შაბათი - 10:00-დან 14:00-მდე.

 

წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

 

  • სკოლის ატესტატი - ორიგინალი ან ნოტარიული ასლი;
  • სამხედრო მიწერილობის ასლი - ვაჟებისთვის;
  • პირადობის მოწმობის 2 ასლი;
  • დაბადების მოწმობის 2 ასლი;
  • 2 ფოტო-სურათი 3x4-ზე და ფოტო-სურათის ელექტრონული ვერსია CD-ზე;
  • ერთიანი ეროვნული გამოცდების საგამოცდო ბარათი - მისი დაბეჭდვა შესაძლებელია აბიტურიენტის პირადი გვერდიდან.

 

საბუთების წარდგენა შეუძლია როგორც ჩარიცხულ სტუდენტს, ასევე მის მიერ უფლებამოსილ სხვა პირს. არასრულწლოვან სტუდენტებს საბუთების წარმოდგენა თავადაც შეუძლიათ.

 

მისამართი: პაატა სააკაძის 1 (ჩუღურეთის რაიონი).