საბუთების მიღება - ე.წ მეორადი ჩარიცხვებით მიღებულ სტუდენტთათვის

23 September 2026

კავკასიის უნივერსიტეტში ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე საბაკალავრო პროგრამებზე მეორადი ჩარიცხვით მიღებულმა სტუდენტებმა რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინონ კავკასიის უნივერსიტეტში, B29 ოთახში.



საბუთების მიღება იწარმოებს 24 სექტემბრიდან.

 

ორშაბათი-პარასკევი - 10:00-დან 18:00 საათამდე. 

შაბათი - 10:00-დან 14:00-მდე. 



საბუთების წარდგენა შეუძლია როგორც ჩარიცხულ სტუდენტს, ასევე მის მიერ უფლებამოსილ სხვა პირს. არასრულწლოვან სტუდენტებს საბუთების წარმოდგენა თავადაც შეუძლიათ.

 

  • წარმოსადგენი დოკუმენტაცია
  • სკოლის ატესტატი - ორიგინალი ან ნოტარიული ასლი;
  • სამხედრო მიწერილობის ასლი - ვაჟებისთვის;
  • პირადობის მოწმობის 2 ასლი;
  • დაბადების მოწმობის 2 ასლი;
  • 2 ფოტო-სურათი 3x4-ზე და ფოტო-სურათის ელექტრონული ვერსია CD-ზე;
  • ერთიანი ეროვნული გამოცდების საგამოცდო ბარათი - მისი დაბეჭდვა შესაძლებელია აბიტურიენტის პირადი გვერდიდან.