გრაფიკული დიზაინის შემოქმედებითი ტური

20 ივნისი 2023

კავკასიის უნივერსიტეტის გრაფიკული დიზაინის საბაკალავრო პროგრამაზე მისაღები შემოქმედებითი ტური მოიცავს ორ ეტაპს:

 

  • ნაშრომების ელექტრონულად წარდგენა
  • გასაუბრება,   

 

აბიტურიენტმა უნდა მოამზადოს თემის - "შენი თვალით დანახული ხელოვნების თავისუფლება" - ვიზუალიზაცია ნებისმიერი მათთვის სასურველი ტექნიკით (ხელით შესრულებული (ნახატი, ჩანახატი (სკეჩი)) ან კომპიუტერული პროგრამით).

 

გასაუბრებაზე აბიტურიენტი მოახდენს მის მიერ შესრულებული ნამუშევრის პრეზენტაციას, იმსჯელებს ამ ნამუშევრის გარშემო (დგინდება ნამუშევრების ავთენტურობა). კომისიის მიერ შესაძლებელია მოთხოვნილი იქნეს დამატებით დავალების ადგილზე შესრულება (ადგილზე არსებული რესურსით).

 

რეგისტრაცია დასრულდა 20 მაისს.

 

გაითვალისწინეთ, ჯგუფურად ან/და სხვისი დახმარებით შესრულებული ნამუშევრები არ განიხილაბა/არ შეფასდება.

 

ნამუშევრების მიღების თარიღები: 20 - 30 მაისის ჩათვლით

გასაუბრებება: 30 მაისი - 20 ივნისი.

გასაუბრების კონკრეტულ თარიღს და დროს გაცნობებთ ინდივიდუალურად.

 

შემოქმედებით ტურზე აბიტურიენტის შეფასება ხდება 100 ქულიანი სისტემით.

 

წარმოდგენილი ნამუშევრების შეფასების კრიტერიუმებია:

 

  • კრეატიულობა
  • კონცეფცია
  • დავალების თემასთან შესაბამისობა
  • დავალების მხატვრულ-ესთეტიკური გადაწყვეტა
  • პრეზენტაციის უნარი
  • მოტივაცია

 

საკონკურსო კომისიის მიერ წარმოდგენილ ნამუშევრებში პლაგიატის ან ნამუშევრის სხვისი დახმარებით შესრულების ნიშნების დაფიქსირების შემთხვევაში აბიტურიენტი ფასდება 0 ქულით.

 

აბიტურიენტის საბოლოო შეფასება ხდება კომისიის წევრთა მიერ დაწერილი შეფასებების საშუალო არითმეტიკულის დაანგარიშებით.

 

შემოქმედებითი კონკურსი წარმატებით გავლილად ითვლება მინიმალური კომპეტენციის ზღვარზე - (33 ქულა) მაღალი ქულის მიღების შემთხვევაში.