კავკასიის უნივერსიტეტი, სახელმწიფო მართვის სკოლის საბაკალავრო სახეფურის სტუდენტებისთვის აცხადებს 2026 შემოდგომის სემესტრისთვის Erasmus+ ის გაცვლით პროგრამას Sciences Po-ს უნივერსიტეტში, საფრანგეთი.
Erasmus+ ის გაცვლითი პროგრამა სტუდენტების საერთაშორისო მობილობისთვის ითვალისწინებს მგზავრობის ხარჯის დაფარვას და გასცემს სტიპენდიებს. სტიპენდიის ოდენობა სტუდენტებისთვის განსაზღვრულია მიმღები ქვეყნისა და უნივერსიტეტის შესაბამისად.
|
სწავლების საფეხური |
მობილობის პერიოდი |
პროგრამა |
კამპუსი |
სწავლების ენა |
ინფორმაცია საგნებზე |
|
ბაკალავრიატი |
1 სემესტრი |
-საჯარო მმართველობა
-დიმპლომატია და საერთაშორისო ურთიერთობები |
La Havre Camus/ ან Menton Campus
|
ინგლისური |
(Autumn Semester) |
მობილობის განხორციელება შესაძლებელია მხოლოდ მესამე ან მეოთხე კურსის პირველ სემესტრში. გთხოვთ გაითვალისწინეთ, რომ შერჩევის შემთხვევაში, Sciences Po აპლიკაციის შევსება შესაძლებელია მხოლოდ 2 კამპუსზე.
*განაცხადის წარმოდგენამდე, გთხოვთ საგნების შესაბამისობასთან დაკავშირებით ინდივიდუალური კონსულტაცია გაიაროთ სკოლის ადმინისტრაციასთან.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კავკასიის უნივერსიტეტის აქტიურმა სტუდენტებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები ინგლისურ ენაზე:
- პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი;
- შევსებული სააპლიკაციო ფორმა (იხ.დანართი #1);
- EUROPASS CV;
- უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი (IELTS – 6.0; TOEFL- 78);
- ნიშნების ფურცელი (ოთახი A2);
- სტუდენტის აქტიური სტატუსის დამადასტურებელი ცნობა (ოთახი A2);
- 1 სამოტივაციო წერილი;
- 1 სარეკომენდაციო წერილი ფაკულტეტიდან (დეკანი, პროგრამული საგნის ლექტორი)
თითოეული სააპლიკაციო დოკუმენტი უნდა იყოს შესაბამისად დასათაურებული.
არ განიხილება იმ სტუდენტთა განაცხადები, რომლებიც:
- არ აკმაყოფილებენ გაცვლით პროგრამაში მონაწილეობისათვის ჩარჩო ხელშეკრულებითა და კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დებულებით დადგენილ მოთხოვნებს;
- წარმოდგენილი განაცხადები იქნება არასრულყოფილი ან დადგენილი მოთხოვნების შეუსაბამო;
- დაგვიანებით ან ეტაპობრივად წარმოდგენილი განაცხადები არ განიხილება.
კანდიდატებმა განაცხადები უნდა წარმოადგინონ ელექტრონული ფორმით 2026 წლის 22 მარტის ჩათვლით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: erasmus@cu.edu.ge .
გთხოვთ, გაითვალისწინეთ, რომ ინგლისური ენის საერთაშორისო სერტიფიკატის წარმოდგენა სავალდებულოა განაცხადის შემოტანის დედლაინის ამოწურვამდე.
შერჩევის პროცედურა:
- წარმოდგენილ სააპლიკაციო დოკუმენტებს განიხილავს კავკასიის უნივერსიტეტის საკონკურსო კომისია;
- გასაუბრების ეტაპი საკონკურსო კომისიასთან (საჭიროების შემთხვევაში);
- შერჩეული კანდიდატების ნომინაციის გაგზავნა მიმღები უნივერსიტეტისათვის;
- სტუდენტებისსაბოლოო შერჩევა მიმღები უნივერსიტეტის მიერ;
- მიმღებ უნივერსიტეტს უფლება აქვს ნომინირებულ სტუდენტს მოსთხოვოს დამატებით შიდა კონკურსში მონაწილოების მიღება
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს, მეორე სართული, ოთახი B25, ან მოგვწერეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე- erasmus@cu.edu.ge.
