კავკასიის უნივერსიტეტი აცხადებს აკადემიური პერსონალისთვის 2017 წლის გაზაფხულის სემესტრში Erasmus + გაცვლით პროგრამაში მონაწილეობისთვის განაცხადების მიღებას.
Erasmus + გაცვლითი პროგრამა აკადემიური პერსონალის საერთაშორისო მობილობისთვის ითვალისწინებს მგზავრობის ხარჯის დაფარვას და გასცემს სტიპენდიებს. სტიპენდიის ოდენობა განსაზღვრულია Erasmus+ სახელმძღვანელოს და მიმღები ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად.
2017 წლის გაზაფხულის სემესტრში მობილობის განხორციელება შესაძლებელია შემდეგ უნივერსიტეტებში:
- ტუშას უნივერსიტეტი, იტალია
- კოზმინსკის უნივერსიტეტი, პოლონეთი
- ლუბლიანას უნივერსიტეტი, სლოვენია
- კოლეგიუმ სივიტას უნივერსიტეტი, პოლონეთი
- კატოვიცეს ეკონომიკის უნივერსიტეტი, პოლონეთი
- კლაიპედას საერთაშორისო უნივერსიტეტი (LCC), ლიტვა
- გამოყენებით სოციალურ მეცნიერებათა უნივერსიტეტი (SMK), ლიტვა
- კოშიცეს ტექნიკური უნივერსიტეტი, სლოვაკეთი
კანდიდატებს განაცახდების წარმოდგენა შეუძლიათ ელექტრონული ფორმით შემდეგ მისამართზე: ir@cu.edu.ge ან ორიგინალი დოკუმენტების სახით, კავკასიის უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარებისა და საეთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტში (მეშვიდე სართული, ოთახი A21) 2016 წლის 25 ნოემბრის ჩათვლით.
დამატებითი ინფორმაცია კონკურსში მონაწილობის წინაპირობების შესახებ იხილეთ ბმულზე: ან მიმართეთ კავკასიის უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარებისა და საეთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს, მეშვიდე სართული, ოთახი A21.
გისურვებთ წარმატებებს!