მობილობა 2021-2022 შემოდგომის სემესტრისათვის

12 აგვისტო 2021

 

კავკასიის უნივერსიტეტი აცხადებს მობილობას 2021-2022 სასწ. წლის შემოდგომის   სემესტრისათვის.

 

პროგრამების, ვაკანტური ადგილებისა და ფასების ჩამონათვალი შეგიძლიათ ნახოთ აქ და ელექტრონულ პორტალზე: students.emis.ge

 

მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა ელექტრონულ პორტალზე (students.emis.ge) რეგისტრაციის ვადა განსაზღვრულია 2021 წლის 16 აგვისტოდან - 2021 წლის 30 აგვისტოს 18.00 საათამდე.

 

ელექტრონულ პორტალზე მობილობის შედეგების გამოქვეყნების ვადა - 2021 წლის 2 სექტემბერი.


მობილობის წესებისა და პროცედურების შესახებ დაწვრილებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით შემდეგ ნომერზე: 2377777, იხ. კავკასიის უნივერსიტეტის ვებ-გვერდი: http://cu.edu.ge/how-to-apply2/cu-mobility ან იხ. განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ვებ-გვერდი: https://emis.ge/news/1915/

 

ელექტრონულ პორტალზე დადებითი შედეგის შემთხვევაში სტუდენტის კავკასიის უნივერსიტეტში გამოცხადების და საჭირო საბუთების წარმოდგენის ვადებია - 2-9 სექტემბერი; უნივერსიტეტში გადმოსვლის მსურველ სტუდენტთა კრედიტების  აღიარება, აღიარებული    კრედიტების    გაცნობა    და    წერილობითი განცხადებით დადასტურება –   10-14 სექტემბერი; მობილობით ჩასარიცხ პირთა შესახებ ბრძანების პროექტის მომზადება და საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში ელექტრონულად ასახვა - 16 სექტემბერი.

 

 

საჭირო საბუთებია:  

  1. განცხადება
  2. ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ;
  3. სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა სამართლებრივი აქტის სათანადოდ დამოწმებული ასლები;
  4. სტუდენტის სასწავლო ბარათი (ნიშნების ფურცელი);
  5. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  6. წინა საგანმანათლებლო საფეხურის დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიული ასლი (ბაკალავრიატზე მობილობის შემთხვევაში - ატესტატის ნოტარიული ასლი ან დედანი, მაგისტრატურაზე მობილობის შემთხვევაში - ბაკალავრის დიპლომის და დანართის ნოტარიული ასლი, დოქტორანტურაზე მობილობის შემთხვევაში - მაგისტრის დიპლომის და დანართის ნოტარიული ასლი);
  7. წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  8. ფოტოსურათი (3X4) – ბეჭდური 2 ც. და ელექტრონული ვერსია CD-ზე;