Erasmus Mundus-ის სამაგისტრო პროგრამა სამუშაო, ორგანიზაციულ და პერსონალურ ფსიქოლოგიაში (WOP-P) იღებს განაცხადებს 2026-2028 წლების სტიპენდიების მოსაპოვებლად.
WOP-P არის ორწლიანი (120 ECTS) ერთობლივი სამაგისტრო პროგრამა, რომელსაც ახორციელებს ოთხი ევროპული უნივერსიტეტის კონსორციუმი: Universitat de València (ესპანეთი), Universitat de Barcelona (ესპანეთი), Università di Bologna (იტალია) და Universidade de Coimbra (პორტუგალია). სტუდენტებმა უნდა ისწავლონ მინიმუმ ორ სხვადასხვა ქვეყანაში.
სტიპენდიის ოდენობა:
- €9,000 წელიწადში - სასწავლო გადასახადი;
- €5,000 წელიწადში - საცხოვრებელი ხარჯები
სტიპენდია მიზნად ისახავს დაფაროს სასწავლო, მობილობის და საყოფაცხოვრებო ხარჯების ნაწილი.
განაცხადისათვის საჭირო დოკუმენტები:
- ფსიქოლოგიის ბაკალავრის დიპლომი;
- ოფიციალური ტრანსკრიპტი, კუმულაციური GPA-ის მითითებით (ოთახი A2);
- CV ინგლისურ ენაზე (ევროპული სტანდარტის მიხედვით);
- სამოტივაციო წერილი ინგლისურად (500-1500 სიტყვა);
- ორი სარეკომენდაციო წერილი;
- პასპორტი ან ეროვნების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი;
- საცხოვრებელი ადგილის დამადასტურებელი ცნობა (გაცემული ბოლო 12 თვის განმავლობაში);
- ფოტოსურათი 3x4;
- ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი
განაცხადის პროცედურა:
დაინტერესებულმა კანდიდატმა უნდა:
- შეავსოს ონლაინ სააპლიკაციო ფორმა;
- შეავსოს განაცხადი ვალენსიის უნივერსიტეტში ინსტრუქციის მიხედვით
რეგისტრაციის ბოლო ვადა: 10 მაისი, 2026.
დამატებითი ინფორმაციისათვის, გთხოვთ, ეწვიოთ მითითებულ ლინკს.
გისურვებთ წარმატებას!
