ფრანკოფონიის საზაფხულო სკოლის პროგრამა

22 აპრილი 2024

რუმინეთის საერთაშორისო ფრანკოფონიის ორგანიზაციისა და ბუქარესტის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის თანამშრომლობის ფარგლებში ცხადდება მიღება ფრანკოფონიის საზაფხულო სკოლის პროგრამაზე საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით (1-5 ივლისი).

 

მდებარეობა: ბუქარესტი.

 

გაცნობებთ, რომ აღნიშნული პროგრამა განკუთვნილია 20-28 წლის იმ სტუდენტებისა და ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის, რომელთა ფრანგული ენის ცოდნა შეესაბამება B2 დონეს.


პროგრამა გამარჯვებულ მონაწილეებს აუნაზღაურებს მგზავრობის, უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელში განთავსების, კვების, სამოგზაურო დაზღვევისა და კულტურული ტურების ხარჯებს.

 

სასტიპენდიო პროგრამაზე განაცხადების მიღება წარმოებს 2024 წლის 15 მაისამდე, რომელთა წარდგენა უნდა მოხდეს შემდეგი ელექტრონული ბმულის საშუალებით.

 

გისურვებთ წარმატებას!