ფულბრაიტის სამაგისტრო სასტიპენდიო პროგრამა - 2024-2025 აკადემიური წლისთვის

31 მაისი 2023

აშშ-ის საელჩო საქართველოში აცხადებს განაცხადების მიღებას 2024-2025 აკადემიური წლის ფულბრაიტის სამაგისტრო სასტიპენდიო პროგრამაზე (2024-2025 Fulbright Graduate Student Program).


სასტიპენდიო პროგრამა ითვალისწინებს აშშ-ის უნივერსიტეტების სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის სრულ დაფინანსებას.

 

დაინტერესებული კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

 

  • უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელი აფხაზეთიდან (საქართველო) ან ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქიდან (საქართველო);
  • უნდა ჰქონდეს საბაკალავრო სწავლების საფეხური დასრულებული;
  • უნდა ფლობდეს ზეპირ და წერით ინგლისურს იმ დონეზე, რომელიც მას საშუალებას მისცემს ისწავლოს აშშ-ში სამაგისტრო პროგრამაზე;
  • უნდა აკმაყოფილებდეს J-1 ვიზის მოთხოვნებს, მათ შორის, სტიპენდიანტი, სწავლის დასრულების შემდეგ უნდა დაბრუნდეს საქართველოში მინინუმ ორი წლით;
  • უნდა გაიაროს სამედიცინო შემოწმება სწავლის დაწყებამდე.

 

განცხადების პროცესი:

 

დაინტერესებულმა კანდიდატებმა ონლაინ სააპლიკაციო სისტემის მეშვეობით უნდა შეავსონ ელექტრონული განაცხადი და ატვირთონ შემდეგი დოკუმენტები: 

 

  • 3 სარეკომენდაციო წერილი;
  • დიპლომის ასლი (ინგლისურენოვანი);
  • ნიშნების ფურცელი (ინგლისურენოვანი);
  • რეზიუმე-PDF ფორმატში;

 

რეგისტრაციის საბოლოო ვადა: 1 აგვისტო, 2023.

პროგრამის შესახებ დეტლური ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ ეწვიოთ ბმულს.

 

გისურვებთ წარმატებას!