IESEG – საზაფხულო პროგრამა 2024

4 აპრილი 2024

იესეგის მენეჯმენტის სკოლა (IESEG School of Management, France) აცხადებს მიღებას 2024 წლის საზაფხულო სკოლაში მონაწილეობისთვის (17-28 ივნისი, 2024).

 

საზაფხულო პროგრამის ფარგლებში შემოთავაზებულია შემდეგი კურსები:

 

  • Entrepreneurship and Innovation Summer Program
  • Digital Marketing Summer Program
  • Fashion Business Summer Program
  • Artificial Intelligence & Sustainability Summer Program
  • International Summer Academy

 

პროგრამის საფასური კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის: 2,950 ევრო განთავსებით. განთავსების გარეშე - 1600 ევრო.


პროგრამის საფასურში არ შედის ფრენის ხარჯები.

 

საჭირო დოკუმენტები:

  • შევსებული ონლაინ აპლიკაცია:
  • ფოტოსურათი;
  • პასპორტის ასლი;
  • რეზიუმე;
  • ნიშნების ფურცელი;
  • ინგლისური ენის დამადასტურებელი ცნობა;

 

რეგისტრაციის საბოლოო ვადა: 15 აპრილი, 2024.

 

დეტალური ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ ეწვიოთ ბმულს ან იხილოთ ბროშურა.

 

დამატებითი კითხვების შემთხვევაში გთხოვთ მიმართოთ პროგრამის ორგანიზატორებს შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: short-term-programs@ieseg.fr

 

პროგრამის ფარგლებში შესაძლებელია კრედიტების აღიარება. გთხოვთ, გაითვალისწინეთ რომ კრედიტების აღიარება მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება პროგრამული შესაბამისობა შემოთავაზებულ კურსებსა და კავკასიის უნივერსიტეტში არსებულ საგნებს შორის. პროგრამაში შერჩევის შემთხვევაში გთხოვთ, პროგრამული შესაბამისობის ნაწილი გამგზავრებამდე გაიარეთ სკოლის ადმინისტრაციასთან.

 

გისურვებთ წარმატებას!