საერთაშორისო ონლაინ მდგრადობის კვირეულის პროგრამა 2026

12 ივნისი 2026

ჰამბურგის უნივერსიტეტის (Universität Hamburg) ბიზნესის სკოლა, გერმანია, აცხადებს ბიზნესის სკოლის სტუდენტების მიღებას  ერთ კვირიან, ონლაინ  “საერთაშორისო მდგრადობის კვირეულის” პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად. 

 

პროგრამის განხორციელების თარიღებია: 28 სექტემბერი- 2 ოქტომბერი,2026 

 

პროგრამა სრულად ონლაინ ფორმატში, ინგლისურ ენაზე ჩატარდება ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, სავალდებულოა აქტიური მონაწილეობა ჩართული კამერით. 

 

გთხოვთ გაითვალისწინეთ, რომ პროგრამის ფარგლებში მოპოვებული ECTS კრედიტების აღიარება არ არის შესაძლებელი.  პროგრამაში მონაწილეობა არის უფასო. 

 

სარეგისტრაციო პროცესი:

 

პროგრამაში მონაწილეობის მსურველმა სტუდენტებმა, 2026 წლის 31 აგვისტომდე, ელექტრონული განაცხადი (ინგლისურე ენაზე) უნდა გადააგზავნონ შემდეგ  მისამართზე: nlms.bwl@uni-hamburg.de 

 

განაცხადი უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

 

  • სტუდენტის სრული სახელი/გვარი (ინგლისურად)
  • მშობლიური უნივერსიტეტის დასახელება
  • საგანმანათლებლო პროგრამის დასახელება რომელზეც ირიცხებით
  • აკადემიური დონე (ბაკალავრი/მაგისტრი/დოქტორანტი)
  • მიმდინარე სემესტრი
  • ელფოსტის მისამართი

 

პროგრამის შესახებ დამატბითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ჰამბურგის უნივერსიტეტის ვებ-გვერდს

 

გისურვებთ წარმატებას!