ISC Paris - საზაფხულო პროგრამა

3 აპრილი 2024

ISC Paris Campus Orleans, საფრანგეთი, აცხადებს მიღებას საზაფხულო პროგრამაში მონაწილეობისთვის (1-12 ივლისი).

 

მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ბაკალავრიატის მესამე კურსის და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებს.
დაინტერესებულ კანდიდატს მოეთხოვება ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ცოდნა.

 

პროგრამის საფასური კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის:

 

  • 1 კვირა: 1000 ევრო;
  • 2 კვირა: 1500 ევრო.

 

პროგრამის საფასურში არ შედის ფრენისა და განთავსების ხარჯები.

 

რეგისტრაციის გასავლელად დაინტერესებულმა კანდიდატმა უნდა გააგზავნოს შეტყობინება შემდეგ მეილზე საიდანაც მიიღებს ინსტრუქციას სააპლიკაციო პროცესის შესახებ: exchange@iscparis.com

 

რეგისტრაციის საბოლოო ვადა: 15 აპრილი, 2024.

 

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ იხილოთ თანდართული ბროშურა.

 

გისურვებთ წარმატებას.