ლუქსემბურგის ბიზნესის სკოლა - საზაფხულო პროგრამა 2026

6 მაისი 2026

ლუქსემბურგის ბიზნესის სკოლა, ლუქსემბურგი, დაინტერესებულ პირებს იწვევს 2026 წლის საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც გაიმართება შემდეგ თარიღებში: 20 - 31 ივლისი, 2026

 

პროგრამა მოიცავს ბიზნესის სფეროს სასწავლო კურსებს, კომპანიებში ვიზიტებს, ქალაქის ტურს და კულტურულ აქტივობებს.

 

პროგრამის საფასური კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის შეადგენს 2000 ევროს, რომელიც ფარავს აკადემიური და კულტურული აქტივობების ხარჯებს.

 

გთხოვთ, გაითვალისწინოთ რომ დანარჩენ ხარჯებს (განთავსება, მგზავრობა და სხვ.) მონაწილე ფარავს თავად. 

 

დაინტერესებულმა სტუდენტებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ მითითებულ ბმულზე  და წარადგინოთ შემდეგი დოკუმენტები: 

 

  • ნიშნების ფურცელი, მინიმალური კუმულაციური GPA- 3.0 (ოთახი A2);  
  • აქტიური სტუდენტის სტატუსის დამადასტურებელი ცნობა (ოთახი A2); 
  • მოქმედი პასპორტის ასლი;
  • ინგლისური ენის B2 დონის დამადასტურებელი ცნობა (ოთახი A2)

 

დოკუმენტების გაგზავნის შემდეგ,საჭირო იქნება საზაფხულო პროგრამის კოორდინატორთან ინტერვიუს გავლა. 

 

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, ეწვიოთ მითითებულ ბმულს

 

აღნიშნული დოკუმენტების მისაღებად, გთხოვთ ეწვიოთ A2 ოთახს, პირველი სართული.

 

დოკუმენტების წარდგენის საბოლოო ვადაა - 15 ივნისი, 2026.

 

გისურვებთ წარმატებას!