ჩეხეთის რესპუბლიკის მთავრობა აცხადებს სამაგისტრო და სადოქტორო სასტიპენდიო პროგრამებზე მიღებას 2026-2027 აკადემიური წლისთვის საქართველოს მოქალაქეებისთვის.
ყოველთვიური სტიპენდია შეადგენს 14,000 კრონას. სტიპენდიის ფარგლებში დაფინანსებულია როგორც სწავლის საფასური, აგრეთვე საცხოვრებელი ხარჯები და დაზღვევა. პროგრამის ფარგლებში არ არის დაფინანსებული მხოლოდ მგზავრობის ხარჯები. პროგრამის ფარგლებში შემოთავაზებული არის კურსები ინგლისურ და ჩეხურ ენებზე.
მონაწილეობით დაინტერესებულმა პირებმა მონაწილეობა უნდა მიიღონ შესარჩევ კონკურსში და შეავსონ სააპლიკაციო ფორმა მოცემულ ბმულზე და ატვირთონ შემდეგი დოკუმენტები:
- პასპორტის ასლი;
- ბაკალავრის/მაგისტრის დიპლომის ასლი;
- ბოლო 5 წლის განმავლობაში საზღვარგარეთ სწავლის/კვლევითი ვიზიტების სია (წელი, ხანგრძლივობა, ადგილი, მიზანი);
- სამოტივაციო წერილი (მაქსიმუმ 1000 სიტყვა)
ჩეხეთის საელჩოში დოკუმენტების წარდგენის ბოლო ვადაა 2025 წლის 30 სექტემბერი. გთხოვთ, გაითვალისწინეთ რომ მონაწილეობისთვის შერჩეულ აპლიკანტებთან ჩაინიშნება ინტერვიუ ოქტომბრის თვეში.
სასტიპენდიო კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ ეწვიოთ ბმულს.
გისურვებთ წარმატებას!