RIBA - ნორმან ფოსტერის სასტიპენდიო პროგრამა

29 აპრილი 2025

გაცნობებთ, რომ ბრიტანეთის სამეფო არქიტექტორთა ინსტიტუტი (RIBA) აცხადებს აპლიკაციების მიღებას ნორმან ფოსტერის სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში.

 

პროგრამის ფარგლებში შერჩეული და გამარჯვებული სტუდენტი მიიღებს მონაწილეობას 2025 წლის საზაფხულო პროგრამაში, რომლის ფარგლებშიც იმუშავებს კვლევაზე  ურბანული მდგრადობისა და ქალაქების მომავლის შესახებ 2025 წლის ივლისი - აგვისტოს პერიოდში. 

 

გამარჯვებული სტუდენტი მოიპოვებს სტიპენდიას, რომელიც შეადგენს 9000£ და ფარავს ცხოვრებისა და მგზავრობის ხარჯებს. მიღებული სტიპენდია გათვლილი არის საერთაშორისო კვლევისა და საჭირო მგზავრობის ხარჯების დასაფინანსებლად.

 

მონაწილეობის მისაღებად სტუდენტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

 

  • სტუდენტს დახურული უნდა ჰქონდეს ბაკალავრის საფეხურზე სწავლების პირველი წელი;
  • მონაწილეს არ უნდა ჰქონდეს მაგისტრის ან დოქტორის ხარისხი.

 

დაინტერესებულმა სტუდენტებმა მონაწილეობა უნდა მიიღონ შიდა საუნივერსიტეტო შესარჩევ კონკურსში და შემდეგი დოკუმენტები ინგლისურ ენაზე უნდა წარმოადგინონ ელექტრონული ფორმით მოცემულ მისამართზე: ir@cu.edu.ge 

 

  • ნიშნების ფურცელი, მინიმალური კუმულაციური GPA- 3.0 (ოთახი A2);  
  • აქტიური სტუდენტის სტატუსის დამადასტურებელი ცნობა (ოთახი A2); 
  • მოქმედი პასპორტის ასლი;
  • ინგლისური ენის B2 დონის დამადასტურებელი ცნობა (ოთახი A2).

 

რეგისტრაციის საბოლოო ვადა: 14  მაისი, 2025.

 

პროგრამის შესახებ ვრცლად  ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ ეწვიოთ შემდეგ ბმულს.

 

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ დაუკავშირდეთ პროგრამის კოორდინატორს მოცემულ მეილის მისამართზე: student.funding@riba.org 

 

გისურვებთ წარმატებას!