სასტიპენდიო პროგრამები - აზერბაიჯანის ხაზარის უნივერსიტეტი

22 აპრილი 2024

აზერბაიჯანის ხაზარის უნივერსიტეტში (Khazar University, Azerbaijan) გამოცხადდა სასტიპენდიო პროგრამები 2024/2025 აკადემიური წლისათვის.

 

აღნიშნული სასტიპენდიო პროგრამები განკუთვნილია ქალი სტუდენტებისათვის სამაგისტრო და სადოქტორო სასწავლო საფეხურის პროგრამებზე. დაინტერესებულმა აპლიკანტებმა შევსებული სააპლიკაციო ფორმა და სამოტივაციო წერილი უნდა გააგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: admissions@khazar.org 

 

კანდიდატების დოკუმენტების მიღების ბოლო ვადაა 2024 წლის 15 მაისი.

 

აპლიკაციის ფორმის და საჭირო დოკუმენტების შესახებ ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ ეწვიოთ შემდეგ ბმულს.

 

გისურვებთ წარმატებას!