საზაფხულო სკოლა 2023 - ვილნიუსის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი, ლიეტუვა

13 მაისი 2023

ვილნიუსის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი, ლიეტუვა (Vilnius kolegija/University of Applied Sciences, Lithuania) აცხადებს სტუდენტების მიღებას საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მისაღებად (14-25 აგვისტო).

 

საზაფხულო სკოლა დაინტერესებულ კანდიდატებს სთავაზობს 2 პროგრამას:

 

  1. მეწარმეობა;
  2. მდგრადი სოფლის მეურნეობა.

 

პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებს.

 

მონაწილეობის საფასური: 800 ევრო.

 

საფასურში შედის: კურსის მასალა, განთავსება, საუზმე, ლანჩი, ადგილობრივი ტრანსპორტის ბილეთი, სოციალურ-კულტურული აქტივობები.

 

საფასური არ ითვალისწინებს მგზავრობის ხარჯებს.

 

დეტალური ინფორმაციის მისაღებად და რეგისტრაციის გასავლელად გთხოვთ იხილოთ  ბროშურა
რეგისტრაციის საბოლოო ვადა: 15 ივნისი, 2023.

 

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ დაუკავშირდეთ პროგრამის ორგანიზატორებს შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: incoming@viko.lt

 

პროგრამის ფარგლებში შესაძლებელია კრედიტების აღიარება. გთხოვთ, გაითვალისწინეთ რომ კრედიტების აღიარება მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება პროგრამული შესაბამისობა შემოთავაზებულ კურსებსა და კავკასიის უნივერსიტეტში არსებულ საგნებს შორის. პროგრამაში შერჩევის შემთხვევაში გთხოვთ, პროგრამული შესაბამისობის ნაწილი გამგზავრებამდე გაიარეთ სკოლის ადმინისტრაციასთან.

 

გისურვებთ წარმატებას!