საზაფხულო სკოლა გერმანიაში 2026

12 ივნისი 2026

გაცნობებთ, რომ რაინმაინის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტი, გერმანია,  მასპინძლობს ზაფხულის სკოლას ელექტრონული საწვავისა და მდგრადობის თემაზე. პროგრამა დაგეგმილია 2026 წლის 17-28 აგვისტოს პერიოდში. 

 

სასწავლო გეგმა მოიცავს ყოველდღიურ ლექციებს, კულტურათშორის ტრენინგს და გასვლით ექსკურსიებს. პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების სტუდენტებს. პროგრამის წარმატებით დასრულების შემთხვევაში გაიცემა 2 ECTS კრედიტი. 

 

პროგრამაში მონაწილეობის საფასური: 

 

  • 500 ევრო: აღნიშნული ღირებულება მოიცავს სასწავლო კურსს, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობას, პარტნიორ კომპანიებში დაგეგმილ გასვლით ტურებს, 10 სადილსა და 4 ვახშამს. საცხოვრებლის ორგანიზება სტუდენტის მიერ დამოუკიდებლად ხორციელდება.
  • 1 000 ევრო: აღნიშნული ღირებულება მოიცავს ყველა ზემოაღნიშნულ კომპონენტს, აგრეთვე სტუდენტის განთავსებას 3-ვარსკვლავიანი სასტუმროს ერთადგილიან ნომერში 2026 წლის 16 აგვისტოდან 28 აგვისტომდე პერიოდში.

 

დაინტერესებულმა სტუდენტებმა განაცხადი უნდა შეავსონ მითითებულ ბმულზე. განაცხადების მიღების საბოლოო ბოლო ვადაა 2026 წლის 15 ივნისი. სტუდენტებს დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, იხილოთ დოკუმენტი „FLYER - SUMMER SCHOOL 2026.pdf“ ან დაუკავშირდეთ საკონტაქტო პირს მითითებულ მეილის მისამართზე: maria.wiesmann@hs-rm.de.

 

პროგრამის ფარგლებში, შესაძლებელია კრედიტების აღიარება. გთხოვთ, გაითვალისწინეთ რომ კრედიტების აღიარება მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება პროგრამული შესაბამისობა შემოთავაზებულ კურსებსა და კავკასიის უნივერსიტეტში არსებულ საგნებს შორის. პროგრამაში შერჩევის შემთხვევაში გთხოვთ, პროგრამული შესაბამისობის ნაწილი გამგზავრებამდე გაიარეთ სკოლის ადმინისტრაციასთან.