საზაფხულო სკოლა 2026 - ჰააგა-ჰელიას გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი

13 ოქტომბერი 2025

ჰააგა-ჰელიას გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი, ფინეთი და ლუბლიანას უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი, სლოვაკეთი, აცხადებს მიღებას საერთო ზაფხულის პროგრამაზე, რომელიც გაიმართება ქალაქ ჰელსინკში. 

 

პროგრამა გაიმართება 2026 წლის 1-12 ივნისის პერიოდში და მოიცავს 2 კვირიან ინტენსიურ კურსს ბიზნესის სფეროში ხელოვნური ინტელექტის შესახებ. 

 

პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებს, რომლებიც დაინტერესებულები არიან ბიზნეს სფეროთი.

 

საფასური: 2026 წლის 15 თებერვლამდე რეგისტრაციის შემთხვევაში 790€, 2026 წლის 15 აპრილამდე რეგისტრაციის შემთხვევაში 940€, ხოლო შემდგომ - 1090€. რეგისტრაციის საბოლოო ვადა 2026 წლის 15 მაისი. გთხოვთ გაითვალისწინეთ, რომ პროგრამის ფარგლებში ყველა საჭირო ხარჯს ფარავს მონაწილე.

 

დაინტერესებულმა პირებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია მოცემულ ბმულზე. დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ დაუკავშირდეთ საკონტაქტო პირს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: summerschool@haaga-helia.fi 

 

პროგრამის ფარგლებში შესაძლებელია კრედიტების აღიარება. გთხოვთ, გაითვალისწინეთ რომ კრედიტების აღიარება მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება პროგრამული შესაბამისობა შემოთავაზებულ კურსებსა და კავკასიის უნივერსიტეტში არსებულ საგნებს შორის. პროგრამაში შერჩევის შემთხვევაში გთხოვთ, პროგრამული შესაბამისობის ნაწილი გამგზავრებამდე გაიარეთ სკოლის ადმინისტრაციასთან.



გისურვებთ წარმატებას!