თურქეთის სასტიპენდიო პროგრამები - 2026

6 თებერვალი 2026

გამოცხადდა თურქეთის სასტიპენდიო პროგრამები ასოცირებული, ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებისთვის 2026 წლისთვის. 

 

პროგრამა ითვალისწინებს პროფესიული განათლების, საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურზე სწავლის მსურველთათვის შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვას და საცხოვრებლით უზრუნველყოფას. პროგრამის ფარგლებში ასევე ფინანსდება სწავლის საფასური, თურქული ენის შემსწავლელი კურსები, ყოველთვიური სტიპენდია, მგზავრობისა და ჯანმრთელობის დაზღვევის ხარჯები. 

 

დაინტერესებულ აპლიკანტებს აქვთ შესაძლებლობა რომ თავად შეარჩიონ სასურველი პროგრამა და უნივერსიტეტი. უნივერსიტეტების შესახებ დეტალური ინფორმაციის სანახავად გთხოვთ ეწვიოთ ბმულს

 

დაინტერესებულმა პირებმა უნდა შეავსონ აპლიკაცია მითითებულ ბმულზე 20 თებერვლის ჩათვლით.

 

აპლიკაციის შევსების საბოლოო ვადაა 20 თებერვალი, 2026. 

 

გისურვებთ წარმატებას!